უკრაინის რადამ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
უკრაინის რადამ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

A+ A-

11:03 30/08/2019

უკრაინის რადამ მინისტრთა კაბინეტის წევრები დაამტკიცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოლექსი გონჩარუკის მთავრობას ნდობა 395-იდან 281-მა დეპუტატმა გამოუცხადა. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი კულება, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრისა და კიდევ ერთი ვიცეპრემიერის პოსტს მიხეილ ფიოდოროვი დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტის მინისტრი დიმიტრი დუბილი გახდა. ენერგეტიკის მინისტრი ოლექსი ორჟელი იქნება. ეკონომიკის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტიმოფეი მილოვანოვი უხელმძღვანელებს. იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა, ფინანსთა მინისტრი - ვლადისლავ კრიკლი, ტერიტორიული განვითარების მინისტრი - ალიონა ბაბაკი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ანა ნოვოსადი, ჯანდაცვის მინისტრი - ზორიანა სკალეცკაია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრრდობის საკითხთა მინისტრი - ვლადიმერ ბოროდიანსკი, სოციალური პოლიტიკის მინისტრი კი იულია სოკოლოვსკაია იქნება. ვეტერანებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების მინისტრი ოქსანა კოლიადა იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს არსენ ავაკოვი, რომელიც ამ პოსტს 2014 წლიდან იკავებს.

ცვლილება არ შეეხო ფინანსთა სამინისტროსაც, რომელსაც კვლავ ოქსანა მარკაროვა უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრი საგარეო უწყებას ვადიმ პრისტაიკო, თავდაცვის სამინისტროს კი ანდრეი ზაგოროდნიუკი ჩაიბარებს. ცნობისთვის, რადამ პრემიერ- მინისტრად 35 წლის ოლექსი გონჩარუკი აირჩია.