„ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა
„ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა

A+ A-

14:08 30/08/2019

სტუდია Paramount Pictures-მა „ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა.

„ტერმინატორი: ბნელი ბედი“ (Terminator: Dark Fate) ფილმის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილების მოვლენებს არ ითვალისწინებს და პირველი ორი ფილმის გაგრძელებაა. მეექვსე ნაწილის რეჟისორი ტიმ მილერი, პროდიუსერი კი ჯეიმს კემერონია, რომელმაც „ტერმინატორის“ პირველი ორი ნაწილი გადაიღო.

„ტერმინატორის“ მეექვსე ნაწილში მთავარ როლებს ლინდა ჰემილტონი, მაკენზი დევისი და არნოლდ შვარცენეგერი ასრულებენ.