ბადრი მაისურაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ბადრი მაისურაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

A+ A-

16:18 30/08/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ , საოპერო მომღერალი, ტენორი ბადრი მაისურაძე დაინიშნა. უწყების ცნობით, ბადრი მაისურაძე 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

2019 წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.

მაისურაძე არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთასაერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) და იუსი ბიორლინგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (შვედეთი).

არის მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერი. ხანგრძლივი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის განმავლობაში ის თანამშრომლობს არაერთ ცნობილ დირიჟორთან.