პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილეს ანგელა მერკელი დაესწრება
პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილეს ანგელა მერკელი დაესწრება

A+ A-

11:27 31/08/2019

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირველ სექტემბერს პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. მერკელი პოლონეთში გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან ერთად ჩავა.

პირველ სექტემბერს პოლონეთში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას 40 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამის მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება. შეგახსენებთ, პოლონეთში ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.