Twitter-ის შემქმნელის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს
Twitter-ის შემქმნელის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს

A+ A-

14:01 31/08/2019

Twitter-ის შემქმნელს და გენერალურ დირექტორს ჯეკ დორსის, ჰაკერებმა გვერდი გაუტეხეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კიბერთავდასხმა საკუთარ თავზე ჰაკერების ჯგუფმა Chuckling Squad-მა აიღო. ჯეკ დორსის Twitter-ზე 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჰაკერები მისი გვერდიდან შეურაცხმყოფელ და რასისტულ შეტყობინებებს აქვეყნებდნენ.

კომპანიის განცხადებით, კიბერთავდასხმა მის სისტემებს არ შეხებია და ჰაკერებმა მობილური ოპერატორი გამოიყენეს. „გვერდთან დაკავშირებულ მობილურ ნომერზე წვდომის მიღებამ ჰაკერებს ტელეფონის საშუალებით გვერდზე შეტყობინებების განთავსების საშუალება მისცა. პრობლემა უკვე მოგვარებულია“, - განაცხადეს Twitter-ში