როგორ გამოიყურებოდა მეგან მარკლი გათხოვებამდე
როგორ გამოიყურებოდა მეგან მარკლი გათხოვებამდე

A+ A-

15:05 31/08/2019

პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ჰერცოგინიას წოდებამდე საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. მას საზოგადოება იცნობდა, როგორც მსახიობს და ვარსკვლავს. სოციალურ ქსელშიც მეგანი ქორწინებამდე საკმაოდ აქტიური იყო და ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებდა. “2020NEWS“ გთავაზობთ, მეგან მარკლის გათხოვებამდე გადაღებულ ფოტოებს. აღსანიშნავია, რომ გათხოვებამდეც ჰერცოგინია ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

სანამ, სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, მეგანს საკუთარი ცხოვრების წესი ჰქონდა, ახლა კი მკაცრად განსაზღვრულ სამეფო პროტოკოლს იცავს.

გათხოვებამდე მეგანი სწორი კვების მომხრე იყო. მისი კვების რაციონი დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულისაგან შედგებოდა. თუმცა, იყო დღეები როდესაც უარს არ ამბობდა ნაყინსა და პიცაზე. სამეფო ოჯახის ჰოლივუდელი რძალი არც კარტოფილ ფრიზე ამბობდა უარს.

„ძალიან მიყვარს კარტოფილი ფრი - შემიძლია მივირთვა მთელი დღის განმავლობაში. მიყვარს პასტა, ღვინო და კოქტეილები. მთავარია, გრძნობდეთ თქვენს ორგანიზმს და იცოდეთ, რა უხდება მას. მაშინ ყველაფერი იქნება რიგზე“- აღიარა მეგან მარკლიმ.

აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლი იოგათიც იყო დაკავებული. ცნობისთვის, პრინცი ჰარის მეუღლის დედა იოგის ინსტრუქტორი იყო და სწორედ დედამ შეაყვარა შვილს იოგა.

„ყველაზე მეტად მიყვარს იოგა, პილატესი და სირბილი. დედა იოგის ინსტრუქტურად მუშაობდა. ასე რომ, იგი სისხლში მაქვს გამჯდარი. სირბილი კი ჩემთვის ერთგვარი მედიტაცია და საუკეთესო საშუალებაა, გაითავისუფლო გონება უარყოფითი ფიქრებისგან და დაიმუხტო დადებითი ემოციებით“ - ამბობდა გათხოვებამდე სამეფო ოჯახის წევრი. ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს, მეგან მარკლისას, რომელიც გათხოვებამდეა გადაღებული.