ქარიშხალ „დორიანის“ გამო, სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ქარიშხალ „დორიანის“ გამო, სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

A+ A-

11:44 01/09/2019

ქარიშხალ „დორიანის“ მოახლოების გამო, აშშ-ს შტატ სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნული განცხადება შტატის გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა გამოსცა. მანამდე საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშიც.

ამჟამად ქარიშხალი ბაჰამის კუნძულებს უახლოვდება, საიდანაც მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქარიშხალ „დორიანის" გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რის შედეგადაც ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა. მეტეოროლოგების განცხადებით, „დორიანი" ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.