აზიის ეკონომიკა 2020 წელს დანარჩენ მსოფლიოს გაასწრებს
აზიის ეკონომიკა 2020 წელს დანარჩენ მსოფლიოს გაასწრებს

A+ A-

14:44 02/09/2019

80-იან წლებამდე მოსახლეობითა და ტერიტორიით უდიდესი კონტინენტი - აზია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფონზე ბევრად ღარიბ რეგიონად ჩანდა, მაგრამ ბოლო 40 წელიწადში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ათწლეულების განმავლობაში აზიაში ერთადერთ მდიდარ სახელმწიფოდ იაპონია რჩებოდა. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მაღალი იყო ცალკეულ არაბულ ქვეყნებშიც, მაგრამ მცირე ზომის გამო გლობალურ სიმდიდრეში მათ რაიმე არსებითი ცვლილება ვერ შეჰქონდათ.

აზიის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი რა თქმა უნდა ჩინეთმა შეიტანა. PPP დათვლებით ჩინეთმა უკვე 2015 წელს აშშ-საც გაუსწრო. თუ 1990-2018 წლებში ჩინეთის რეალური ეკონომიკა 13-ჯერ 1.72-დან 22.54 ტრილიონამდე გაიზარდა, იმავე პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა მხოლოდ გაორმაგდა 9.1-დან 18.2 ტრილიონამდე. ჩინეთი მართალია ყველაზე მეტად გაიზარდა, მაგრამ ის ერთადერთი არ ყოფილა. 1990-2018 წლებში კიდევ სამმა აზიურმა სახელმწიფომ: ინდოეთმა, ინდონზიამ და კორეამ მსოფლიო ეკონომიკას დამატებით კიდევ 12.5 ტროლიონი შესძინეს, იმავე პერიოდში გერმანიი, ბრიტანეთისა და საგფენაგეთის ეკონომიკა ჯამურად მხოლოდ 3.7 ტრილიონით გაიზარდა.

ზრდის ასეთი არათანაბარი ტემპის ფონზე 2020 წელს აზია მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მთელ დანარჩენ მსოფლიოს გადაუსწრებს, მაგრამ ფასთა სხვაობის გამო ნომინალურ ეკონომიკაში ჩამორჩენა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

გარდა ამისა აზიის მოსახლეობა 4.46 მლრდ-ს შეადგენს, რაც პლანეტის მოსახლეობის 58%-ს უდრის. ასეთ სიტუაციაში საშუალო აზიელის შემოსავალი მაინც სხვებთან შედარებით მაინც 2-ჯერ ნაკლები იქნება. რიგ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა და დიქტატურული მმართველობა კიდევ ცალკე პრობლემაა.

წყარო : "M2B"