ზუგდიდში 8 ადამიანი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა
ზუგდიდში 8 ადამიანი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა

A+ A-

16:15 02/09/2019

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე, რვა ადამიანი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თეთრი გიორგის ქუჩიდან შემოიყვანეს 8 ადამიანი მსგავსი სიმპტომებით - გულის რევა, ფაღარათი, ცხელება და ზოგადი სისუსტე. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება მხოლოდ 6 პაციენტი“, - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ადგილობრივების განცხადებით, ქუჩაში საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც მათი ჭების დაბინძურება გამოიწვია.

ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია. მისი თქმით, ვიდრე აღნიშნული საკითხის შესწავლა მოხდება, სუფთა წყლით მოსახლეობას ის კომპანია მოამარაგებს, რომელიც კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.