1 დოლარი - 2.9625 - ლარი 1 თვის მაქსიმუმზეა
1 დოლარი - 2.9625 - ლარი 1 თვის მაქსიმუმზეა

A+ A-

16:20 02/09/2019

ლარი ისევ უფასურდება. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 2 სექტემბერს  1 დოლარის ღირებულებამ 2.9625-ს მიაღწია, რაც ბოლო 1 თვის მაქსიმუმია.
1-ელ იანვარს დოლარი 2.67 ღირდა, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ვალუტა შედარებით მყარდებოდა, წელს პირიქით მოხდა. უკვე 1-ელ ივნისს კურსი 12 თეთრით მეტს 2.79-ს შეადგენდა.

26 ივნისს კურსმა 2.80-იანი, ხოლო 10 ივლისს 2.90-იანი ნიშნულიც გადალახა. აბსოლუტურ რეკორდს 2.9718-ს კი 1-ელ აგვისტოს მიაღწია, თუმცა იქამდე ლარმა რეკორდი 7-ჯერ მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის გაუფასურება მოჰყვა რეფინანსირების სესხის მოცულობის მკვეთრ 1.06 მლრდ-იან შემცირებას (1.770 მლრდ-დან 710 მლნ-მდე). რასაც სხვა თანაბარ პირობებში პირიქით უნდა ემოქმედა.