"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა"
"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა"

A+ A-

16:23 02/09/2019

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე იმ აუ­ცი­ლე­ბელ რჩე­ვებს უზი­ა­რებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გრი­პის სე­ზო­ნის­თვის უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ და­ცუ­ლე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ექი­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­აა, რო­მე­ლიც უპი­რო­ბო დამ­ცვე­ლია გრი­პის ვირუ­სე­ბის დროს.

"გრი­პის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა და წინა წლე­ბის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩემი სა­კუ­თა­რი სტა­ტის­ტი­კი­დან, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს, მერე პოს­ტფაქ­ტუმ რომ არ მო­მი­წი­ოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ახ­სნა.

- სამ­წუ­ხა­როდ, გრი­პით კვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­თვის ასე იყო ყვე­ლა სე­ზონ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან წინა სე­ზონ­ზე მოკ­ვდა 10 ადა­მი­ა­ნი გრი­პით, დო­მი­ნან­ტი ვირუ­სი იყო H1N1. აშშ-ი მოკ­ვდა 80 000 ადა­მი­ა­ნი. ამ სე­ზონ­ზეც იქ­ნე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა და ამ რე­ა­ლო­ბას სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე თუ გა­ვი­თა­ვი­სებთ არის უკე­თე­სი ჩვენ­თვის;

ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დე­ბი გრი­პის ვირუ­სის მი­მართ არი­ან ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი;

- ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თავ­დაც­ვა გრი­პის ვირუ­სის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს უნდა ჩა­ვი­ტა­როთ რად­გან ვირუ­სი იც­ვლის "ფორ­მას" და ყო­ველ წელს ხდე­ბა სა­ჭი­რო ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა, ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ია. ჯერ­ჯე­რო­ბით უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს მე­დი­ცი­ნას, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა უნი­ვერ­სა­ლურ ვაქ­ცი­ნა­ზე და იმე­დია მალე მი­აგ­ნე­ბენ მა­გის გა­სა­ღებ­საც;

- ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც, ორ­სუ­ლე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც;

  • არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზე­ბი არ არის სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, უბ­რა­ლოდ მი­დი­ხართ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ბი­ნეტ­ში და ექი­მი გა­გე­სა­უბ­რე­ბათ;
  • რო­დის უნდა გა­კეთ­დეს და რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა მა­გა­საც ად­გილ­ზე უკეთ აგიხ­სნით ექი­მი კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას;
  • არ მო­გე­რი­დოთ შე­კი­თხვე­ბის დას­მა კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია გა­გაც­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ (არა­მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით ვი­ზი­ტი­სას);

- ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი დრო რათა გა­მო­მუ­შავ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად ჯო­ბია გა­ვი­კე­თოთ გრი­პის სე­ზო­ნის მოს­ვლამ­დე ანუ რო­გორც კი შე­მო­ვა ახა­ლი ვაქ­ცი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.ნუ და­ე­ლო­დე­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ ვი­ღაც მოკ­ვდა გრი­პით, ეს აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე;

- ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია (რო­დის შე­მო­ვა, რა ღირს, რო­მელ კლი­ნი­კა­შია და ა.შ.) შე­გიძ­ლი­ათ გა­არ­კვი­ოთ ან ად­გი­ლობ­რი­ვად თქვენ უახ­ლო­ეს პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ან დარ­ე­კოთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე - 1505 ;

მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის გრიპ­ზე უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცია იქ­ნე­ბა წელ­საც. რო­მე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის და რო­დის და­ი­წყე­ბა ეს აქ­ცია, და­ი­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ გვერ­დზე (ncdc.ge) და ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე;

მე და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი, ეკას ორ­სუ­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყო­ველ წელს ვიც­რე­ბით;

ვაქ­ცი­ნა (რო­გორც ყვე­ლა სხვა ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში) არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და აქვს მსოფ­ლიო ჯან­მრთე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია;

უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის არც ნი­ღა­ბის და ზო­გა­დად ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა ყვე­ლა­ზე არა­ე­ფექ­ტუ­რია გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის­თვის;

  • ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად სხვა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ის რომ, ვიკ­ვე­ბოთ სწო­რად, ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ ხში­რად, მო­ვე­რი­დოთ რო­გორც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს ისე და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თან­თან კონ­ტაქტს;
  • აც­რით გრი­პი არ და­გე­მარ­თე­ბათ;
  • გრიპს არ შვე­ლის "პერ­ცოვ­კის არა­ყი";
  • არც ჭაჭა;
  • არც ცხვი­რის ნეს­ტო­ში გაფრ­ცქვნი­ლი ნი­ო­რის ჩა­დე­ბა;
  • არც ბა­ო­ბაბ­ლა­ი­ფი, არც რე­ზერ­ვი და არც იმუ­ნო­რი­ცი და ზო­გა­დად არც ერთი(!) ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ყარ­ტალ­ყურ­ტა­ლა ფხვნი­ლე­ბი რო­მე­ლიც ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გით იყი­დე­ბა;
  • მა­ღა­ლი დო­ზე­ბით C ვი­ტა­მი­ნი იმუ­ნი­ტეტს არ "ამაღ­ლებს", მი­თია;

გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად პო­ტენ­ცი­უ­რად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის შან­სებს 50%-თ შე­ამ­ცი­რებთ თუ არა ეგ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!" - წერს არ­ჩილ მარ­შა­ნია.