სუს-ის უფროსად სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება
სუს-ის უფროსად სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

A+ A-

10:27 03/09/2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც "2020NEWS"-თვის გახდა ცნობილი, ვახტანგ გომელაურის შს მინისტრად გადანაცვლების შემდეგ, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნად, პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე 2 წელია იმყოფება.

ბოლო საკადრო გადაადგილებების დროს, ლილუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

შეგახსენებთ, დღეს ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. პრემიერი - გიორგი გახარია, შს მინისტრი - ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი იქნებიან.