ქართულ პორტებში ტვირთების გადამუშავება იზრდება და რეკორდებს ამყარებს

ქართულ პორტებში ტვირთების გადამუშავება იზრდება და რეკორდებს ამყარებს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ჩუგოშვილი პოსტს აქვეყნებს.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ.
“ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს”,- წერს ჩუგოშვილი.
“რეკორდი რეკორდზე...
ფოთის პორტმა აგვისტოში 48,802 TEU გადაამუშავა, რაც 2018 წელთან შედარებით +60.3%-თ მეტია...
ეს ფოთის პორტის ისტორიული მაქსიმუმია...
აგვისტოში ზრდა აქვს ბათუმის პორტსაც... +29.2%... მათ 10,230 TEU გადაამუშავეს...
ეს ბათუმის პორტის ისტორიული მაქსიმუმია...
აგვისტოში ჯამში ორივე პორტმა 59,032 TEU გადაამუშავა, ზრდა +53.9%...
ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია...
2019 წლის 8 თვეში ორივე პორტმა 399,791 TEU გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებთ +37.3% ზრდაა...
ესეც ისტორიული მაქსიმუმია...
აქამდე 8 თვის რეკორდი 308,210 TEU იყო 2014 წელს...
თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ...
ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს…”,- წერს ჩუგოშვილი.