მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა
მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

A+ A-

17:15 03/09/2019

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 69 000 000 ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.540 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055 პროცენტით განისაზღვრა.