თბილისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბრის ნაცვლად, 8 ოქტომბერს განახლდება
თბილისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბრის ნაცვლად, 8 ოქტომბერს განახლდება

A+ A-

18:18 03/09/2019

თბილისის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაგვიანებით განახლდება. როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 126-ე ბაღის რეაბილიტაციის გამო, აღნიშნული ბაღი აღსაზრდელების მიღებას 8 ოქტომბრიდან შეძლებს.

მიმდინარე რემონტის დასრულების შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში განახლდება სააღმზრდელო პროცესი მე-12 ბაღში. რეაბილიტაცია მიმდინარეობს 144-ე ბაღში, რომელიც მუშაობას ასევე ოქტომბრის დასაწყისში განაახლებს.

დანარჩენ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დადგენილ ვადაში, 16 სექტემბრიდან განახლდება.