ბათუმში გახარიას მხარდასაჭერად გამოფენილ ბანერს პომიდვრები ესროლეს და ჩამოაგდეს
ბათუმში გახარიას მხარდასაჭერად გამოფენილ ბანერს პომიდვრები ესროლეს და ჩამოაგდეს

A+ A-

19:02 03/09/2019

ბათუმში, ევროპის მოედანზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს, რომელსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ პომიდვრები ესროლა, შემდეგ კი ძირს ჩამოაგდო. 

 ქალი, რომელმაც პომიდვრები ისროლა ამბობს, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოხატა, რადგან კიბე ვერ ნახა ბანერის ჩამოსახსნელად.

"ეს რა არის, რუსეთის ხელისუფლებაა? რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის ვარიანტები დავიწყეთ? სტალინის, ლენინის და მოდით ხრუშოვის პლაკატიც დაავკიდოთ", — აცხადებს ის.

ბანერის გაკვრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარემ, მერაბ ღოღობერიძემ გაავრცელა. აჭარის ტეელვიზიის ინფორმაციით, ის მმართველი პარტიის მხარდამჭერია.

რამდენიმე წუთში თბილისსა და ბათუმში დაიწყება აქციები, რომლითაც გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას გააპროტესტებენ.

მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 76 დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, კანდიდატურა თავად წარადგინა და მან სრული მხარდაჭერა მიიღო.

რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ამტკიცებდა, რომპრემიერობა არ სურს. ასევე, ამბობდა, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანდა, ამიტომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის.

წყარო : "აჭარის ტელევიზია"