4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:29 03/09/2019

ვერძი - მიზანმიმართულად იმოქმედეთ. შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, მაგრამ ახალი საქმიანობის გამო ძველ მიზნებს ნუ შეელევით. რაც უფრო კარგად შეასრულებთ ვალდებულებას მით მეტ ჯილდოს მიიღებთ. 

კურო - საიდუმლოს დაფარვას აზრი აღარ აქვს. ცოტა ხანში ის მაინც გამჟღავნდება. იყავით გულუხვი გარშემო მყოფების, მათ შორის, მომსახურე პერსონალის მიმართაც. 

ტყუპი - ახალი დღე ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. იყავით მეტად თავდაჯერებული. ნუ ფიქრობთ ცუდზე, ყველა სიტუაცია კარგად განვითარდება. მოერიდეთ ავანტიურას. 

კირჩხიბი - სასურველის მისაღწევად ცოტა უნდა გარისკოთ. შეიძლება თქვენმა ნიჭმა/საქმიანობამ გავლენიანი ადამიანის ყურადღება მიიქციოს. იმოქმედეთ დაკვირვებულად.

ლომი - კარგი შანსი გაქვთ სასურველის მისაღწევად. ყურადღება გმართებთ წვრილმანებისადმი. კარგი დღეა საზოგადოების წინაში სიტყვით გამოსასვლელად, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასართავად. 

ქალწული - საქმეები კოლეგებს გადაუნაწილეთ. შეიძლება ზოგიერთი საქმე მომავლისთვისაც გადადოთ. სასურველია, მეტი დრო გამონახოთ დასვენებისთვის. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. 

სასწორი - თქვენ გარშემო უამრავი უცნაური ამბავი ხდება და მზად იყავით იმისთვის, რომ ყველა პრობლემას ერთიანად ვერ შეასრულებთ. ნუ ეცდებით, გმირი იყოთ ყოველდღე, ხანდახან ჩვეულებრივი ადამიანიც უნდა იყოთ. 

მორიელი - საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ახალგაცნობილთან ინტელექტუალური კავშირი უფრო გექნებათ, ვიდრე ვნებიანი რომანი. შეიძლება საერთო საქმიანობაც კი დაიწყოთ. 

მშვილდოსანი - გიჟური, მაგრამ საინტერესო დღე გელით. გაუგებარი არც ნათქვამი დატოვოთ და არც საქმე. იყავით დეპლომატური და პოზიტიური. ზოგიერთს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელის. 

თხის რქა - არც კი იფიქროთ, რომ სხვის გამო საკუთარ გეგმებსა და მისწრაფებებზე უარი თქვათ. მეგობრების მიმართ მეტად დამთმობი უნდა იყოთ. მაგრამ მათი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.

მერწყული - დელიკატური მოლაპარაკებების დროსაც კი გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. სულელური გაურკვევლობის გამო შეიძლება კრიტიკული მომენტი შეგექმნათ. 

თევზები - თავსატეხების ამოხსნის დღე გელით. მეტად დააკვირდით დეტალებს. დღეს ზოგიერთი სიტუაციის გასარკვევად დეტექტივ-გამომძიებლის როლი უნდა მოირგოთ.