5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

00:15 05/09/2019

ვერძი - ის, რაც თქვენ გარშემო ხდება მხიარულებისა და გართობის შესაძლებლობას მოგცემთ. რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. მთავარია, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ.

კურო - ადამიანი მრავალმხრივია და თუ ვინმეს კონკრეტული ქცევა ნერვებს გიშლით, მის სხვა თვისებებზე გაამახვილეთ ყურადღება. შეიძლება სწორედ ამ ადამიანის დახმარებით შეძლოთ სასურველის მიღწევა. ასე, რომ ნუ გაიფუჭებთ მასთან დამოკიდებულებას.

ტყუპი - კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა და დახმარებაც სთხოვეთ. ზოგიერთი ძველი კამათის აღმოფხვრასაც კი შეძლებს.

კირჩხიბი - მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე დღე გელით, ზარმაცობა არ გეპატიებათ და არც ფულის ფლანგვა. დღეს და უახლოეს მომავალში მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ.

ლომი - ახალი და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. ჩამოყალიბდით იმ ძირითად საქმეებზე, რომლებიც უნდა განახორციელოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. შეგიძლიათ ოჯახური წვეულებაც კი მოაწყოთ.

ქალწული - გეგმების განხორციელებაში შეიძლება ბოლო მომენტში ვიღაცამ შეგიშალოთ ხელი. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გულწრფელად, მაგრამ თავშეკავებულად ილაპარაკეთ იმ თემაზე, რაც გაწუხებთ.

სასწორი - ადამიანი, რომელთანაც აზრთა სხვადასხვაობის გამო ხშირად კამათობდით, დღეს სამყაროს თქვენი თვალით შეხედავს. გაერთიანებულებმა კი შეიძლება საერთო საქმეებიც კი დაიწყოთ.

მორიელი - თუ გგონიათ, რომ არავინ გაფასებთ და თქვენი შრომა მეტ შექებას იმსახურებს, თამამად გამოთქვით პრეტენზია. მოითხოვეთ დაწინაურება. შეახსენეთ გარშემო მყოფებს ის მშვენიერი იდეები, რომელთა განხორციელებითაც მათ წარმატებას მიაღწიეს.

მშვილდოსანი - ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენს იდეებს არ აიტაცებენ და არც ახალი საქმეების შესრულებაში დაგეხმარებათ ვინმე. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თუ ხვდებთ, რომ მარტოს გაგიჭირდებათ, სასურველ დროს დაელოდეთ.

თხის რქა - მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. მაგრამ საქმეებისგან პერიოდულად დაისვენთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. იყავით მეტად გაწონასწორებული.

მერწყული - უამრავი იდეა გაქვთ განსახორციელებელი და უამრავი საქმე მოსაგვარებელი, მაგრამ აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. არ გასცეთ დაპირებები.

თევზები - ჯანსაღი ამბიციებით აღიჭურვეთ და იბრძოლეთ სასურველის მისაღებად. დღეს ბევრ ადამიანს მოუნდება თქვენთან კონტაქტი. თუმცა, ეცადეთ, პრიორიტეტი ოჯახსა და მეგობრებს მიანჭოთ.