ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონის ბოლოს ხელის ოპერაციას გაიკეთებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონის ბოლოს ხელის ოპერაციას გაიკეთებს

A+ A-

12:59 05/09/2019

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ, სპორტსმენმა თქვა, რომ ამ სეზონის ბოლოს ოპერაციის გაკეთებას აპირებს, რადგან ხელის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს და ჩაწოდებების გამოსწორებაზე ბევრს ვერ მუშაობს.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა, მისი შემდეგი ტურნირი კი საფრანგეთის ქალაქ მეცში იქნება და ის 16 სექტემბერს დაიწყება.