ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდას 29 წლის შვილი გარდაეცვალა
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდას 29 წლის შვილი გარდაეცვალა

A+ A-

16:11 05/09/2019

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ბრაზილიის ეროცნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კაფუს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. "რომასა" და "მილანის" ყოფილ ვარსკვლავს, 29 წლის შვილი გარდაეცვალა.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, კაფუს ვაჟმა დანილომ, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს გონება დაკარგა და წაიქცა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რეანომობილში გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ცნობისთვის, კაფუ ერთდერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელმაც ზედიზედ სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (1994, 1998, 2002) ფინალში ითამაშა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ესპანური ფეხბურთის ვარსკლავის, ნაკრების ექსმ-წვრთნელის, ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი გარდაცვალა.