ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება - ნათია თურნავა
ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება - ნათია თურნავა

A+ A-

16:48 05/09/2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება.

“არ შემიძლია არ შევეხო ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურას. საკონტეინერო გადაზიდვების ასეთი მაღალი ზრდა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა.

ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და იყოს მხარდაჭერილი. დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.