საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეის შეხვედრა ფრედ დასრულდა
საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეის შეხვედრა ფრედ დასრულდა

A+ A-

20:23 05/09/2019

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

პირველი ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა ჯანო ანანიძის გოლით 0:1 მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში კორეელებმა წონასწორობა ვანგის გოლით აღადგინეს. 85-ე წუთზე კორეელმა ფეხბურთელმა ჩვენი გუნდის კარში დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელები მარცხისგან გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კორეელებს მეორე ბურთი გაუტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამი გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ამჯერად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართავს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე დანიის ეროვნული გუნდი იქნება. მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.