"არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა"
"არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა"

A+ A-

11:07 06/09/2019

კარიერის დასრულების შემდეგ, ზაზა ფაჩულიამ პირველი განცხადება სოიალურ ქსელით გააკეთა.

საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის“ ყოფილი კალათბურთელი გულშემატკივას მადლობას უხდის.

“16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული.

მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის, რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად. არ განვიცდი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა, მადლობა“ - წერს ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, 30 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და ის  “გოლდენ სტეიტში“ იმუშავებს.

ცნობისთვის, 1999-2003 წლებში ზაზა ფაჩულია სტამბულის ულქერის ღირსებას იცავდა. მას მიღებული აქვს თურქეთის ჩემპიონის ტიტული, არის თურქეთის თასის მფლობელი და სამგზის თურქეთის პრეზიდენტის თასის მფლობელი. ფაჩულიამ ეროვნულ ნაკრებში თამაში 2000 წლიდან დაიწყო. მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა — 2011 წელს ლიტვაში, 2013 წელს სლოვენიაში, 2015 წელს ხორვატიაში და 2017 წელს ისრაელში. ფაჩულიამ NBA-ში 16 წელი გაატარა და 1098 მატჩი ჩაატარა. Golden State Warriors-ის შემადგენლობაში მან ორჯერ მოირგო ჩემპიონის ბეჭედი. სხვადასხვა დროს ის დეტროიტის, ორლანდოს, მილუოკის, ატლანტას და დალასის კლუბებში თამაშობდა. 2017 წელს ზაზა ფაჩულია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა