ე.წ. სამხრეთ ოსეთის გათამაშებული სპექტაკლი - დარსალია ოკუპირებული რეგიონის მიერ რუსეთისთვის დახმარების მიმართვაზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გათამაშებული სპექტაკლი - დარსალია ოკუპირებული რეგიონის მიერ რუსეთისთვის დახმარების მიმართვაზე

A+ A-

11:23 07/09/2019

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალია გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომლის თანახმდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციას საზღვრების დაცვისთვის დახმარება სთხოვა.

მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი სპექტაკლს დგამს. „პირველ რიგში რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ე.წ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს იყენებენ, რათა გაზარდონ ზეწოლა საქართველოზე და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებაზე .

ეს პროცესები ცალსახად მიმართულია სიტუაციის დაძაბვისაკენ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტზე, რეალურად თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა იქ არსებულ ვითარებაზე, ეს არის რუსეთის ფედერაცია და მათ შორის რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა ვითარების შემდგომ ესკალაციაზეც.

იმაზე საუბარი, რომ იქ თითქოს არსებობს სხვადასხვა აქტორები ეს არის არარელევანტური და არ შეესაბამება სიმართლეს ერთადერთი აქტორი ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია, შესაბამისად, ის რომ ვინმე სთხოვს დახმარებას რუსეთის ფედერაციას, ეს არის გათამაშებული სპექტაკლი" , - განაცხადა ლაშა დარსალიამ