იგეგმება რევოლუცია - ირმა ინაშვილი
იგეგმება რევოლუცია - ირმა ინაშვილი

A+ A-

12:20 07/09/2019

"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყნაში რევოლუციური სცენარების განცორციელება იგეგმება, ამის შესახებ მან პარლამენტში, ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემირ-მინისტრობისა და მთავრობის კანდიდატებს უსმენენ.

“შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება.  ისევ ხდება "კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება "თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება“, - განახადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, წინა რეჟიმის პოლიტიკური ლიდერები კვლავ პარლამენტში სხედან და ჭკუას ასწავლიან, რაც "ქართული ოცნების” ბრალია.

"საბუთებს რომ აქრობდნენ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ის ხალხი ადამიანებს აქრობდნენ. კისერზე აბამდნენ ქვებს და კატერიდან შუა ზღვაში ყრიდნენ. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც იმ რეჟიმისა და მმართველობის მთავარი ბოროტი ტვინები იყვნენ, დღეს ისევ პარლამენტში სხედან და ჭკუას გვასწავლიან, დემოკრატია და ადამიანების უფლებები რა არის.

ეს თქვენი ბრალია, ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ რა დაპირებაც მივეცით ქართველ ხალხს, რომ თავდაუზოგავები და უკომპრომისოები ვიქნებოდით ამ ბრძოლაში, ამ დაპირებას ვასრულებთ, თქვენ არ შეასრულეთ ეს დაპირება და ეს არის ძალიან მძიმე შედეგი რასაც ყველა ერთად ვიმკით. რა მაგალითს ვაჩვენებთ ჩვენს მომავალ თაობას? და მერე გვიკვირს რაც ახალგაზრდობაში ხდება. ფასეულობები ამოყირავდა და ამას დამნაშავეების დაუსჯელობამ შეუწყო ხელი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობისა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის ფორმატში "პატრიოტთა ალიანსი" უსმენს.