პატიმრების გაცვლა “საშინელი ომის“ დასრულებაა - ვლადიმერ ზელენსკი
პატიმრების გაცვლა “საშინელი ომის“ დასრულებაა - ვლადიმერ ზელენსკი

A+ A-

16:23 07/09/2019

რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის პირველი ნაბიჯი დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ. აღნიშნულ ინფორმაციას, “როიტერი“ ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, ეს საკითხი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეთანხმდა. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ე.წ. ნორმანდიის ფორმატში შეხვედრა შედგება უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებს შორის, რაც პრორუსულ სეპარატისტებთან კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი დღეს დილით განხორციელდა. რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცედურა 35-35-ის ფორმულით მიმდინარეობს.

რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე 35 ტყვეს ათავისუფლებს. მათ შორის არის 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა.