მე აქ ვარ და საქართველოს ნაკრებთან ვმუშაობ - ვლადიმირ ვაისი
მე აქ ვარ და საქართველოს ნაკრებთან ვმუშაობ - ვლადიმირ ვაისი

A+ A-

18:48 07/09/2019

საქართველოს საფეხბურტო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, ეროვნული გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

“მე ჯერ აქ ვარ და საქართველოს ნაკრებთან ვმუშაობ“, ასე უპასუხა „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კითხვას მის წასვლასთან დაკავშრებით.

„კულისებში მოლაპარაკებების პროცესი სულ შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ მე ახლა აქ, თქვენთან ვარ და საქართველოს ნაკრებს დანიასთან მატჩისთვის ვამზადებ“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ცნობისთვის, 5 სექტემბერს ყაზახურმა გამოცემა “KazFootball.kz“-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ასტანას“ მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას ტოვებდა, ხოლო მას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შეცვლიდა.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო-არენაზე“ დანიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.