ემზარ კვიციანმა აქცია სირცხვილიას მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)
ემზარ კვიციანმა აქცია სირცხვილიას მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

A+ A-

12:14 08/09/2019

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წევრი ემზარ კვიციანი, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე  ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს შეაფურთხა.

მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. 

როგორც ცნობილია, კვიციანის გაღიზიანება პარლამენტის შენობასთან ცხვრების მიყვანამ გამოიწვია. 

კვიციანი რუსთაველის გამზირზე შეჩერდა და თანამოაზრეები მიიხმო ლაივის გამოყენებით.

“ახლა დაინხავთ რამდენი ხალხი მოვა აქ, თქვე ბოზიშ@@@-ო, – ამბობდა კვიციანი.

ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.