უმრავლესობის დეპუტატების მადლობა და ქებათა-ქება გახარიას, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა (ვიდეო)
უმრავლესობის დეპუტატების მადლობა და ქებათა-ქება გახარიას, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა (ვიდეო)

A+ A-

13:34 08/09/2019

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე პარლამენტში სეკრებილი "ქართული ოცნების" უმრავლესობა აქებს და ტაშს უკრავს გიორგი გახარიას, პრემიერობის ახალ კანდიდატს, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა. მაშინ, როცა საზოგადოება მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოსგან კრიტიკულ კითხვებს ელის, "ქართული ოცნება" კითხვები, მხოლოდ იმას ემსახურებას, რომ პრემიერობის კანდიდატმა კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს "საკუთარ პოზიტიურ გეგმებზე".

ასე დაიწყო გახარიას ქებათა-ქება და მადლობები პარლამენტში: მადლობების სერია უმრავლესობაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გახსნა და გახარიას "სწორი აქცენტებისთვის მადლობა გადაუხადა".

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გახარიას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები შეუქო და დაინტერესდა, "რას ფიქრობს, ხომ არ უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია უწყებებს შორის".

დეპუტატ გუგული მაღრაძესთვის გახარიას პროგრამა საქმიანი და "ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული" აღმოჩნდა.

ნინო წილოსანმა კი - გახარიას ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე მეტი ინფორმაცია მოსთხოვა და თქვა, რომ ის ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის ახალგაზრდების მოთხოვნები და სურვილები".

ზაზა პაპუაშვილმა კი კითხვაც არ დასვა და განკუთვნილი 2 წუთი გიორგი გახარიას ქებას დაუთმო: "მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება შედგება სუფთა ადამიანებისგან და ის არ იტყუება.

მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ და არც თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება. ეს არის ჩემი კითხვაც და პასუხიც და აქედან გამოდის ყველაფერი".

მადლობების სერია გააგრძელეს რატი იონათამაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტში საბოლოოდ უყრიან კენჭს გახარიას ე.წ. ახალ მთავრობას ძველი სახეებით. სხდომას არ ესწრებიან "ევროპული საქართველოს" დეპუტატები.

"ნაციონალური მოძრაობა" კი, მიუხედავად სხდომაზე დასწრების დაანონსებისა, დარბაზში არ გამოჩენილა. შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად, ცხვრები მიიყვანეს.