27 სექტემბრამდე უნდა გავწმინდოთ ქვეყანა მტრებისგან, დიდება ღმერთს!!! პარლამენტთან გელოდებით - ემზარ კვიციანი
27 სექტემბრამდე უნდა გავწმინდოთ ქვეყანა მტრებისგან, დიდება ღმერთს!!! პარლამენტთან გელოდებით - ემზარ კვიციანი

A+ A-

13:51 08/09/2019

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მხარდამჭერებს დღის 4 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც კვიციანი წერს, აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან მართული მოღალატეები არიან და ასევე, აცხადებს, რომ ყველა უბედურება მოდის სუსიდან.

"რამდენჯერ გამივლია ამათ შორის და არასოდეს მსგავსი თავდასხმა არ გაუბედიათ ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან მართულ მოღალატეებს!დღეს მითუმეტეს, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მთავრობას. თავდასხმის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო??? ნახეთ გუშინდელი ჩემი გამოსვლის კადრები და მიხვდებით თუ ვისგან იმართება პროცესები! კიდევ რა ლუსტრაცია ჭირდება იმ მოვლენებს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება???

ყველაფერი უბედურება მოდის სუსიდან, რომელშიც უამრავი უცხო ქვეყნის რეზიდენტი(აგენტი)ბუდობს!!! 16:00 ზე გთავაზობთ პირდაპირ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და გავწმინდოთ ჩვენი დედაქალაქი ქვეყნის მტრებისგან!!! ვეტერანებო, ვინც ნამდვილად იბრძოდით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვისაც ზურგში არ გისვრიათ ჩვენთვის, ვინც ვიბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისთვის, ყველას გელოდებით პარლამენტის წინ!

ვინც გამყიდველ სუსის თანამშრომლებს არ ექვემდებარებით გელოდებით, ვინც არ ხართ იგორა გიორგაძესთან და ბოკერიასთან შეკრული, გელოდებით პარლამენტის წინ!დღეს 8 სექტემბერია და 27 სექტემბრამდე უნდა გავწმინდოთ ქვეყანა მტრებისგან!!! დიდება ღმერთს!!!" - წერს კვიციანი.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ, მოძრაობა "სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.