თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

13:53 08/09/2019

თბილისში, თარხნიშვილის N9-ში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.