შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა.... - ზაზა ფაჩულიას მეუღლე
შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა.... - ზაზა ფაჩულიას მეუღლე

A+ A-

14:52 08/09/2019

კალათბურთის ფედერაციას უპირისპირდება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე სოციალურ ქსელში, კალათბურთის ფედერაციას აკრიტიკებს.

ფაჩულიას მეუღლის განცხადებით, ფედერაცია არ გამოხმაურებია, ნაკრების კაპიტნის კარიერის დასრულებას:

”ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არდაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ. როგორ უნდა ვუთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში, გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის, მაშინ როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA-ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის! უბრალოდ, სირცხვილია და მე შემრცხვებოდა თქვენს ადგილას. შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა, მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე", - წერს თიკა ალავიძე.

შეგახსენებთმ ზაზა ფაჩულიამ სპორტული კარიერა წელს დაასრულა.