ქუთაისის მერიამ ჭიათურის მერიას ჯიპები ათხოვა
ქუთაისის მერიამ ჭიათურის მერიას ჯიპები ათხოვა

A+ A-

15:14 08/09/2019

ქუთაისის მერიამ ორი ჯიპის შეძენის პარალელურად, ბალანსზე არსებული ავტომობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადასცა. "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომობილის გადაცემას საკრებულომ ბოლო სხდომაზე მხარი დაუჭირა. ქუთაისმა ჭიათურას ავტომობილი დროებით სარგებლობაში მაღალმთიან დასახლებებში გადასაადგილებლად გადასცა. 

ავტომობილით ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. 

კითხვაზე, რატომ ათხოვა მერიამ სხვა მუნიციპალიტეტს ავტომობილი, მაშინ, როდესაც თავად აპირებს შეძენას, მერიის პასუხს ველოდებით.

ამასთან, მერიამ მაღალი გამავლობის ჯიპების შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

წყარო : "ნიუპრესი"