"გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთერთი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს - თარ­ხნიშ­ვი­ლზე დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლია
"გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთერთი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს - თარ­ხნიშ­ვი­ლზე დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლია

A+ A-

15:18 08/09/2019

"გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთერთი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს - თარ­ხნიშ­ვი­ლზე დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლია.

რო­გორც დაჭ­რი­ლის დედა ყვე­ბა, ვა­ხოს უცხო მა­მა­კა­ცი იმ დროს და­ეს­ხა თავს, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და.

"გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთერთი მათ­გა­ნი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს. ის მას მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვებ­ზე ჰყავს ნა­ნა­ხი.

რო­დე­საც ჩემი შვი­ლი დილით ტაძ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, გა­მოჰ­ყვა ეს მა­მა­კა­ცი და ისე, რომ არა­ფე­რი უთ­ქვამს, სა­დარ­ბა­ზო­ში შე­მოყ­ვა, უკან მი­ე­პა­რა და დანა და­არ­ტყა. და­კარ­გა ბევ­რი სის­ხლი და ახლა ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა", - აცხადებს დალი ჩი­ტა­ლა­ძე.

დაჭრილი ვახტანგ სუთიძე მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას იქ მედიკოსები ოპერაციას უტარებენ.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-მ გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.