სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს პარლამენტს და საკუთარ ქვეყანას - ნიკა მელია (ვიდეო)
სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს პარლამენტს და საკუთარ ქვეყანას - ნიკა მელია (ვიდეო)

A+ A-

16:05 08/09/2019

"იტყუები“, "მიიხედ-მოიხედე, ვის გვერდით ზიხარ“, "სირცხვილია“ - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლამ, სადაც ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მალე დასრულებას უწინასწარმეტყველებდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

მათ დეპუტატის მისამართით კონკრეტული შეძახილები ჰქონდათ. მას შემდეგ რაც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, თანაგუნდელებთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.