დღე 81-ე - პირდაპირი ეთერი აქციიდან #სირცხვილია
დღე 81-ე - პირდაპირი ეთერი აქციიდან #სირცხვილია

A+ A-

18:36 08/09/2019

 

 

პარლამენტთან უკვე 81-ე დღეა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტს "სირცხვილიას“ აქტივისტებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პარლამენტმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს განახლებულ მთავრობას, ამ ლენტით კი მათ ე.წ. დანაშაულის ადგილი შემოსაზღვრეს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაუჭირა მხარი.