"ის, რასაც ივანიშვილი და პუტინი გვიკეთებს არის საქართველოს კადიროვიზაცია" - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
"ის, რასაც ივანიშვილი და პუტინი გვიკეთებს არის საქართველოს კადიროვიზაცია" - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

A+ A-

00:08 09/09/2019

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის რასაც რასაც პუტინი და ივანიშვილი აკეთებენ არის საქართველოს კადიროვიზაცია.

მისი თქმით, ივანიშვილმა ხალხი მოატყუა , ახლა კი პუტინმა დაიწყო რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში.

"ივანიშვილმა თავის ფუნქცია შეასრულა, მისი ფუნქცია იყო ქართველი ხალხის მოტყუება და ამას წარმატებით გაართვა თავი ყალბი დაპირებებით და როცა აღარავის სჯერა მისი რუსეთმა დაიწყო დამამთავრებელი ეტაპის განხორციელება ივანიშვილის ჩანაცვლება პირდაპირი რუსული მმართველობით " - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.