ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რაულ ხაჯიმბა იმარჯვებს
ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რაულ ხაჯიმბა იმარჯვებს

A+ A-

10:41 09/09/2019

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მან ხმათა 47.38 პროცენტი მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე ალხას კვიცინიამ კი – 46.19 პროცენტი. ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინია.

ის გასაჩივრებას გეგმავს. ცნობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო უბნებზე 83 000-მდე ადამიანი მივიდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ირველი ტური 25 აგვისტოს გაიმართა.