საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა

A+ A-

11:33 09/09/2019

სტატისტიკის ეროვნულო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53,7 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის სამსახური შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებასა (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

2019 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 31,1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი - 19,2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ - 14,7 პროცენტი