ზურა ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მარათონზე იწვევს
ზურა ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მარათონზე იწვევს

A+ A-

13:58 09/09/2019

გირჩის“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე საქართველოს ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის TbilisiMarathon 2019 - ზე შეჯიბრებას სთავაზობს.

ზურა ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ნებისმიერი ადამიანი აირჩიოს მასთან შესაჯიბრებლად, გარდა თბილისის მერის კახა კალაძისა.

„ახალგაზრდები უნდა გამოვტაცო ცუდ რაღაცეებსო დღეს გითქვამს, ისაო ესაო, თსუ-ს სამხედრო კათედრაო, და ..

არ გინდა TbilisiMarathon 2019-ზე დამიდგე? - წერს ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების ნარკოტიკებისგან დახსნა იქნება.

„.ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, ნარკომანიას, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია და რაც მთავარია დავახვედრო მათ ის პირობები, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს ძალიან საამაყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

გახარიას მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 8 სექტემებრს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.