"პრეს-სპიკერს გაშვებული მეგობარი ჟურნალისტის სოლიდარობის გამო, რომ გაუშვებ, მადამ პრეზიდენტისგან გამიკვირდათქო, ტყუილი იქნება"
"პრეს-სპიკერს გაშვებული მეგობარი ჟურნალისტის სოლიდარობის გამო, რომ გაუშვებ, მადამ პრეზიდენტისგან გამიკვირდათქო, ტყუილი იქნება"

A+ A-

16:07 09/09/2019

 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრეს-სპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პრეს-სპიკერს რომ გაუშვებ სამსახურიდან, გაშვებული მეგობარი ჟურნალისტის სოლიდარობის გამო, რომ ვთქვა, მადამ პრეზიდენტისგან გამიკვირდათო, ტყუილი იქნება.

ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსახური განცხადებების გახმოვანებას“ - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, დღეს „2020NEWS”-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ხატია მოისწრაფიშვილმა სპიკერის თანამდებობა სალომე ზურაბიშვილმა დაატოვებინა.

თუმცა, მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.