საქართველოს პრემიერ-მინისტრად რუსეთის კაცი დანიშნეს - “დოიჩე ველე“
საქართველოს პრემიერ-მინისტრად რუსეთის კაცი დანიშნეს - “დოიჩე ველე“

A+ A-

18:03 09/09/2019

გერმანული გამომცემლობა “დოიჩე ველე“, საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დამტკიცებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

"გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიცია “მოსკოვის კაცს“ უწოდებს, პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს. მას ოპოზიცია ასევე ბრალს სდებს, ანტისამთავრობო აქციის დაშლაში.  შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, 98-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციამ, რომელიც მას “მოსკოვის კაცს“ ეძახის, ბოიკოტი გამოუცხადა“, - ნათქვამია “დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებულ მასალაში.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდა.

”ჩვენი უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარეო პოლიტიკაა, ასევე ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა გახარიამ.

გერმანული მედია-საშალება, მასალაში ხაზს უსმევს, რომ ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, პოსტიდან გადადგა. ის და მისი შემცვლელი გახარიაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთგული მიმდევრები არიან. “დოიჩელ ველე“, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიასაც ესაუბრა.

როგორც მელიამ გერმანულ პრესასთან საუბარში აღნიშნა, გახარია ბოლო პრემიერი იქნება ივანიშვილის ხელისუფლების.

“ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია დემოკრატიასთან. პროდასავლური ძალები გავერთიანდებით და ერთიანი ძალებით, ივანიშვილის მმართველობას დავამარცხებთ“, - განუცხადა მელიამ “დოიჩე ველეს“.

ამავე სტატიაში „დოიჩე ველეს“ გერმანულენოვანი რედაქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც წერს და აღნიშნავს, რომ თბილისი ე.წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ე.წ. არჩევნების პირველ ტურს არალეგიტიმური უწოდეს ევროკავშირმა და გერმანიის ფედერალურმა მთავრობამაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით, პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მანამდე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.