"მთავარი არხი" მაუწყებლობას იწყებს
"მთავარი არხი" მაუწყებლობას იწყებს

A+ A-

18:42 09/09/2019

დღეს საღამოს 9 საათზე, "მთავარ არხზე" "მთავარი" დაიწყება. არხი უკვე მზად არის ეთერში გასაშვებად და მაგთი ITPV-ის მომხმარებელი - ღილაკ 55 - ზე, სილქნეტის მომხმარებელი - ღილაკ 281-ზე, ხოლო მაგთისატის მომხმარებლები 112-ე ღილაკზე იპოვის.

როგორც "მთავარი არხის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას ჩვეულებრივი ანტენით და ციფრული მიმღებით არხი უკვე ჩართულია.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განცხადებით, ყოფილი "რუსთავი 2"-ელები საინფორმაციო გამოშვება "მთავარიდან" ყოველდღე 12-ზე, 3-ზე, 6-ზე და 9-ზე მაყურებელს მოუყვება მთავარი სიახლეების შესახებ.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა ახალი არხი დააფუძნეს.

"მთავარ არხს" უკვე აქვს 156 638  მოწონება და ამ დროისთვის 161 508 გამომწერი ჰყავს.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ 5 სექტემბერს ტელევიზიას გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად, საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. არხს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს.

არხის ერთ-ერთი პარტნიორი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას “მთავარი არხი“ ტელეკომპანია “იბერიას“ შენობაში განთავსდება. არხი ასევე იყენებს ტელეკომპანიის კუთვნილ ტექნიკურ ბაზას.

“რუსთავი 2” "კურიერის" გუნდმა 20 აგვისტოს დატოვა, მას მერე, რაც გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა.

ერთ-ერთი ბოლო პოსტი “რუსთავი 2”-ის ფეისბუკის გვერდზეც შემდეგი შინაარსისაა - “ჩვენ წავედით…” და "რუსთავი 2"-დან "რუსთავი 2" წავიდა. "კურიერის" გუნდი ძირითადი შემადგენლობით "მთავარ არხზეა".