"დოიჩე ველემ“ გიორგი გახარიას შესახებ სტატია ჩაასწორა

გერმანულმა გამომცემლობა “დოიჩე ველემ" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებული სტატიაა სახელწოდებით, “ "საქართველოს პარლამენტმა პრემიერად "მოსკოვის კაცი" დანიშნა", მოგვიანებით ჩააასწორა.
“დოიჩე ველემ“ სტატიაში კორექტივა შეიტანა და დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას "მოსკოვის კაცი" წარსულში ოპოზიციამ უწოდა.
"გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიცია “მოსკოვის კაცს“ უწოდებს, პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს. მას ოპოზიცია ასევე ბრალს სდებს, ანტისამთავრობო აქციის დაშლაში. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, 98-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციამ, რომელიც მას “მოსკოვის კაცს“ ეძახის, ბოიკოტი გამოუცხადა“, - ნათქვამია “დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებულ მასალაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით, პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მანამდე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.