ირმა ინაშვილი “რუმსში“ მიიჭრა და აურზაური ატეხა
ირმა ინაშვილი “რუმსში“ მიიჭრა და აურზაური ატეხა

A+ A-

14:40 10/09/2019

თბილისში მიმდინარე მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “NOT WHAT” (“ახლა რა), რომელიც მეორე დღეა სასტუმრო “რუმსში“ მიმდინარეობს, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშილი მიიჭრა.

მისმა შეჭრამ დარბაზში ხმაური და დაპირსპირება გამოიწვია.

ვიცე-სპიკერი სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, რისი უფლებაც მას არ მისცეს. ამის შემდეგ მასთან, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა.

დევიდ კრამერმა ინაშვილსა და ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება მოსთხოვა და სწორედ მაშინ მოხდა ვიცე-სპიკერსა და კრამერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ “ალიანსის“ ლიდერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეს მხოლოდ ქართულად მიმართავდა.

"გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ნატოს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენიც ესწრება