სოფელ ხეობაში 27 წლის ჯარისკაცს ეძებენ
სოფელ ხეობაში 27 წლის ჯარისკაცს ეძებენ

A+ A-

15:32 10/09/2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში, ოჯახი 27 წლის ლაშა ჩოჩიშვილს ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი ჯარში მსახურობს და ის დათხოვნაში იმყოფებოდა, თუმცა არც ოჯახში და არც ნაწილში აღარ დაბრუნებულა.

“2020NEWS“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სააგენტოს სამინისტროშi განუცხადეს, საქმეზე 388-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძება, რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.

“თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი“, - განუცხადეს “2020NEWS“-ს თავდაცვის სამინისტროში.

ოჯახის წევრების განცხადებით კი, ლაშა ჩოჩიშვილი ბოლოს, 2 სექტემბერს ტელეფონით ძმას ესაუბრა და ის თბილისიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის.