სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ
სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ

A+ A-

15:45 10/09/2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპორტის მენეჯმენტის კურსების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.

ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში 15 წარმატებულ კურსდმთავრებულს სოკ-ის დიპლომები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

სპორტის მენეჯმენტის კურსები, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სოკ-ის პროგრამული დაფინანსებით 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის (MOSO) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალისა და მოწვეული ექსპერტების დახმარებით.

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს 6 თემას:

• ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა
• სტრატეგიული მართვა
• ადამიანური რესურსების მართვა
• ფინანსური მართვა
• მარკეტინგი
• მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის“ („ Managing Olympic Sport Organizations “) სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული მაგალითების კრებულს.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი , გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი რუსუდან აფციაური.