“ტორპედოს“ გულშემატკივრები საპროტესტო აქციების გამართვას იწყებენ
“ტორპედოს“ გულშემატკივრები საპროტესტო აქციების გამართვას იწყებენ

A+ A-

16:42 10/09/2019

ქუთაისის “ტორპედოს“ გულშემატკივრები აქციებს აანონსებენ. ისინი ქუთაისის მერიისგან, კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვას ითხოვენ. “გადავწყვიტეთ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ, ნებისმიერი გზით, კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა.

ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ. ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - "ტორპედო“ უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი. ქუთაისს "ტორპედო“ სჭირდება.

"ტორპედოს“ გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება. მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ "ტორპედოზე", 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან! მოგიწოდებთ ყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ. მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან.

ქუთაისს "ტორპედო“ სჭირდება. "ტორპედო“ ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!” - წერია საფეხბურთო კლუბის “ტორპედო”-ს ფან-კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, ქუთაისის “ტორპედო”-ს უკვე რამდენიმე თვეა ფინანსური პრობლემები აქვს.

კლუბი ფეხბურთლებს ხელფას არა უხდის. შედეგად გუნდი უმეტესობამ დატოვა. კლუბიდან წავიდა, გენერალური დირექტორი ზაზა ჩაჩავა, რომელმაც თან წაიღო “ტორპედოს“ ბიუჯეტიც. “2020NEWS“ რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ქუთაისის მერია და “ტორპედოს“ ექს-დირექტორი ზაალ ჩაჩავა საქმეს სასამართლოში გაარკვევენ.

როგორც, “2020NEWS“-ს ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, სარჩელი მზადდება და ის რამდენიმე დღეში სასამართლოში გაიგზავნება. “სარჩელი მზადდება ქუთაისის “ტორპედოს“ 100 პროცენტიანი მფლობელის, კომპანია “ინტერნეიშენალ ჰოკერ ჰაუსის“ წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ “ტორპედოს“ დაბრუნებას ყოველგვარი ვალის გარეშე. სარჩელი რამდენიმე დღეში სასამართლოში გაიგზავნება“, - განუცხადეს “2020NEWS“-ს ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს ზაალ ჩაჩავამ ქუთაისი “ტორპედო“ დატოვა და თან წაიღო კლუბის ფულიც.

ცნობისთვის, “2020NEWS“ ზაალ ჩაჩავას მიერ “ტორპედოში“ გაფლანგულ თანხებზე, რამდენიმე თვის წინ წერდა. კერძოდ, სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ "ტორპედოს" ბიუჯეტიდან თანხა კლუბის მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ მიითვისა. საუბარია 12 მილიონ დოლარზე, რომლის ნაწილიც, "2020NEWS”-ის ინფორმატორის ცნობით, მან ტოტალიზატორში წააგო, ნაწილით კი კანადაში უძრავი ქონება შეიძინა.