18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან
18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

A+ A-

17:54 10/09/2019

აშშ-ს ტერიტორიაზე ალ-კაიდას თვითმკვლელი ტერორისტების მიერ გახორციელებული ტერაქტიდან ხვალ, 11 სექტემბერს, 18 წელი სრულდება.

ამ დღეს 19-მა ისლამელმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, რომელთაგან ორი თვითმფრინავი გამტაცებლებმა ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს) გამიზნულად დააჯახეს, რის შედეგადაც ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი დაიღუპა.

ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში დაინგრა და თან მიმდებარე შენობებიც მოიყოლა. მესამე თვითმფრინავი გამტაცებლებმა პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტ ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა.

ოთხივე თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.