ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

17:17 10/09/2019

10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9688 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9700 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2784 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5149 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6623 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 სექტემბრიდან შევა ძალაში.